ახალი ამბები

2 აგვისტოს ნარმანია თბილისის მთავრობას წარადგენს

2 აგვისტო, 2014 • • 1028
2 აგვისტოს ნარმანია თბილისის მთავრობას წარადგენს

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს თბილისის მერის უფლებამოსილების ცნობა ხდება და დავით ნარმანიას თბილისის მერის რანგში პირველი სამუშაო დღე ექნება, აცხადებს მისი პრესსამსახური.

 

თბილისის მერი მერიაში 12:00 საათზე მივა და მედიისთვის პირველ კომენტარს გააკეთებს. 13:00 საათზე დავით ნარმანია მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდება, 14:00 საათზე კი თბილისის მთავრობის შემადგენლობას წარადგენს.

 

დღესვე წარადგენენ თბილისის ათივე რაიონის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს. კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მთავრობას, მერის წარდგინების საფუძველზე, თბილისის საკრებულო დაამტკიცებს. 

 

დავით ნარმანიამ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანიდადატად “ქართული ოცნების” მიერ იყო ნომინირებული. მან მეორე ტურში, 12 ივლის, დაამარცხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი