ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ელექტროენერია გაძვირდა

1 აგვისტო, 2014 • • 1136
სომხეთში ელექტროენერია გაძვირდა

გადაწყვეტილება, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, ზუსტად ორი თვის წინ სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების საკითხში კომისიამ მიიღო. უკვე აგვისტოსთვის მოსახლეობას 1 კვტ.საათში ელექტროენერგიისთვის დღის ტარიფით -41.85 დრამის [10 ცენტი] გადახდა [ ეს არის 10.1%-ით გაზრდილი ტარიფი], ხოლო ღამის ტარიფით – 31.85 დრამის [8 ცენტი] გადახდა [ტარიფის ზრდამ 13.7% შეადგინა] მოუწევს. შესაბამისად, ტარიფები გაიზარდა ქვეყნის წარმოებებზე, რაც ექსპერტების აზრით, აუცილებლად გაზრდის ფასს მათ მიერ წარმოებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე. 

 

ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა სომხეთის კომისიამ საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების საკითხში ენერგეტიკულ კომპანიებში, კერძოდ, რუსულ კომპანია “სომხეთის ელექტროქსელების” ფინანსური სირთულეებით ახსნა. საკითხი, თუ რატომ უნდა იხადონ სომხეთის მომხმარებლებმა ფული ფინანსური დეფიციტისა, და აღნიშნული რუსული კომპანიის თანამშრომლების ხელფასების ზრდისთვის, ღიად დარჩა.  

 

ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გადაწყვეტილების შემდეგ შექმნილმა სამოქალაქო ინიციატივამ “ჩვენ წინააღმდეგი ვართ ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის!” სომხეთის მოსახლეობას 1 აგვისტოს, საღამოს პროტესტის ნიშნად საკუთარ სახლებში ელექტრონერგიის გამორთვა მოუწოდა. ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები გეგმავენ სომხეთის დედაქალაქში სანთლებით ხელში მსვლელობა მოაწყონ. ისინი აცხადებენ, რომ ამჟამად ელექტროენრგიაზე ფასების ზრდასთან შეგუებამ, დასავლეთის სანქციების გათვალისწინებით რუსეთში სირთულეების გამო, შესაძლოა ტარიფები მომავალ წელსაც გაზარდონ. ამასთან, აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა სომხეთისთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის ფასიც გაზარდოს. 


ერევანი, სომხეთი
ერევანი, სომხეთი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი