ახალი ამბები

პარლამენტში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშს განიხილავენ

24 ივლისი, 2014 • • 1119
პარლამენტში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშს განიხილავენ

საპარლამენტო კომიტეტმა დღეს სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილების პროექტი უნდა მიიღოს. ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ რეკომენდაციების ნაწილი დადგენილებაში აისახება:

 

,,იმედი მაქვს, რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნება გაზიარებული პარლამენტის მხრიდან და ეს აისახება დადგენილებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაცია. გამოვყოფ, თუნდაც, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც არასათანადო ფაქტების გამოძიებას ეხება. ასევე ჩვენი მანდატის გაზრდას, ფოტო და ვიდეო გადაღების კუთხით. არის საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია რომლის გათვალისწინებას  ველოდებით პარლამენტისგან”.

 

კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი დაუპირისპირდნენ. ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაზე მონოლოგების რეჟიმში ვერ იქნება საუბარი, რაზეც თაქთაქიშვილმა განუცხადა, რომ იგი თავის მოსაზრებას გამოთქვამდა.

 

“გაფრთხილებთ, რომ მიკროფონი გამორთეთ და ჩემი თანხმობის გარეშე არ ჩართოთ,”– მიმართა თაქთაქიშვილს ბესელიამ.

 

თავის მხრივ ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა:

 

“ქალბატონო ეკა, ასე ელაპარაკეთ იმათ, ვისთანაც გაგსვლიათ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი