ეკონომიკა

ბერძნული EKO საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაბრუნდა

17 ივლისი, 2014 • • 2103
ბერძნული EKO საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაბრუნდა

“ვისოლმა” “ეკოსთან” ექსკლუზიური ხელშეკრულება სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესახებ დღეს გააფორმა. კომპანიამ იტალიურ API–სთან 7-წლიანი ხელშეკრულება 2014 წლის თებერვალში გაწყვიტა. 

 

“ეკო” ბერძნული კომპანიია, აქვს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა და საწვავით ბალკანეთს, საბერძნეთს, სერბიას და ბულგარეთს ამარაგებს. 

 

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი ვასილ ფხაკაძე ამბობს, რომ  “ეკოს” პროდუქტები ითვლება ყველა დროის ყველაზე მაღლი ხარისხის საწვავად ქართულ ბაზარზე:

 

“მთელი ამ წლების განმავლობაში ნებისმიერი სამომხმარებლო კვლევა ცხადყოფდა ერთ რაღაცას, რომ ხარისხის საზომ ეტალონად მიიჩნეოდა “ეკო”. დღეს ჩვენ ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს და ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ შეგვეძლება “ეკოს” სავაჭრი ნიშნის  გამოყენება საქრთველოში. “ვისოლი” ხუთი სხვადასხვა მარკის საწვავის იმპორტს უკვე ახდენს საბერძნეთიდან. “ეკოს’ ლოგოტიპის გამოყენება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზრდოთ კომაპნიის საწვავის რელიზაცია საქართველოში.” 

 

ფხაკაძე ამბობს,  რომ “ვისოლს” ‘ეკოსთან”  15 წელია რაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა: “ეკო დღეს სამჯერ უფრო ძლიერად იქნება წარმოდგენილი “ვისოლის’ საშუალებით საქართველოში. ფასები “ეკოს” საწვავზე არ გაიზრდება არც ერთ შემთხვევაში. კომპანიის ქსელში რეალიზებული საწვავი იქნება საბერძნეთიდან  იმპორტირებული. მაქსიმალურად ბევრს შემოვიტანთ და ბევრს გავყიდით, რომ ამ საწვავის ფასი არ იყოს მაღალი”.  

 

ნავთობკომპანია “ეკო” საქართველოს ბაზრიდან 2011 წელს გავიდა. კომპანიის კუთვნილი 20 ბენზინგასმართი სადგური “გალფის” მფლობელობაში გადავიდა. 


“ეკოს” კომერციულმა დირექტორმა ვასილის პანაგოპულოსმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას განუცახდა, რომ საქართველოს ბაზარი წმინდა ტექნიკური პრობლემების გამო დატოვა:


“დღეს მინდა მოგახსენოთ, რომ ეს იყო ტექნიკური ხასითის პრობლემა. ჩვენი პერსონალი ვერ გაწვდა. საქართველო საკმაოდ შორს არის, ჩვენ ბალკანეთს ვამარაგებდით. რაღაც მომენტში ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ძალიან გვიჭირდა ამ ყველაფრის მართვა შორიდან. ჩვენ ქართული ბაზარი დავტოვეთ დაახლოებით ოთხი წლის წინ. ვერ ვიტყვი, რომ პროცესი იყო უსამართლო. ჩვენ დროებით გდავწყვიტეთ გავსულიყავით ქართული ბაზრიდან. რატომ მივეცით სამარკო ნიშანი “გალფს”? ასეთი საკითხები ერთ ღამეში არ წყდება, ჩვენ ვერ ავიბარგებოდით, საჭირო იყო, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ამ ბრენდის დატოვება მცირე ხნით საქართველოში, რათა მიგვეცა სხვა კომპანიისათვის საშულება, რომ ჩაენაცვლებინა.” 


ვასილის პანაგოპულოსი ამბობს, რომ ახლა კომპანიას საქართველოში სასათბურე პირობები აქვს და “ვისოლთან” დადებული კონტრაქტი გრძელვადიანი იქნება:


“დავბრუნდით, ჩვენ გვაქვს სასათბურე პირობები. “ვისოლს” ძალიან სერიოზული ქსელი აქვს. გარდა ამისა საქართველომ მიაღწია პროგრესს, ეს ასეც არის, მაგრამ ჩვენი გასვლა ბაზრიდან იყო ტექნიკური პრობლემა.”

 

კომპანია “გალფი” “ეკოს” სავაჭრო ნიშნის ქვეშ საწვავს რამდენიმე თვე ყიდდა.


“გალფის” მარკეტინგის სამსხურის წარმომადგენელი ნინო ჯიბლაძე “ნეტგაზეთთან” ამბობს. რომ “ეკოს” სურდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გაყიდვა: “ეკომ” ქსელი გასაყიდად გამოიტანა და “გალფმა” იყიდა. ამით დამთავრდა ურთიერთობა. სავაჭრო ნიშნის გამოყენების და კომერციული ურთიერთობების გაგრძელების შესახებ საუბარი აღარ ყოფილა.” 

 

ნავთობკომპანია  „გალფი“ ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე შემოვიდა,  რომელსაც საქართველოში 2010 წელს  დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“  საქართველოში სამი კომპანიის- „სენტას“, „მაგნატის“ და „ეკოს“ ქსელს ფლობს.

 

2012 წლის ნოემბერში “გალფ ჯორჯიას” მენეჯმენტმა სპეცილური განცხადება გაავრცელა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი არ ირიცხება აღნიშნული კომპანიის აქციონერთა რიგებში. მათივე ცნობით, “გალფში” თავისი წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა, რომელიც აშშ-რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცეპრეზიდენტია.

 

ამ დროისათვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე 5 კომპანია- ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, „გალფი,“ „რომპეტროლი,“ „ლუკოილი“ და „სოკარი“ ოპერირებს.  

   

მასალების გადაბეჭდვის წესი