ახალი ამბები

მილიონი ლარი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი დახმარებისთვის

20 ივნისი, 2014 • • 1179
მილიონი ლარი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი დახმარებისთვის

პროგრამა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელ დახმარებას ითვალიწინებს და მისი ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია. სულ 1000 ასეთი ოჯახია რეგისტრირებული.

 

1 მლნ ლარით სახელმწიფო დააკმაყოფილებს ამ ოჯახების გადაუდებელ პირველად საჭიროებებს, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, მინიმალური საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.


მინისტრის განცხადებით, ეს პროგრამა პირველია სახლმწიფოს სოციალურ პროგრამებს შორის, რომელიც გაჭირვებულ ბავშვიან ოჯახებს მყისიერად დაეხმარება.


“ამ პროგრამის ამოქმედების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახს უეცრად, რაიმე გარემოების გამო ექმნებოდა გარკვეული პრობლემა, მაგალითად, ბავშვის კვება, ტანსაცმელი ან სხვა, არ არსებობდა პროგრამა, რომელიც მყისიერ რეაგირებას გააკეთებდა ამაზე და უახლოესი საათებისა და დღის განმავლობაში შეძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას”,- განაცხადა სერგეენკომ.

ბენეფიციარი ოჯახები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილბდნენ:  ოჯახი უნდა იყოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ან ოჯახში უნდა იყოს სამი ან მეტი ბავშვი, ან ერთი ბავშვი მაინც უდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობებით. იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი თანაბარ პირობებს შორის უნდა გაკეთდეს, უპირატესობა სოციალურად დაუცველ ოჯახს მიენიჭება.


“შეიძლება იყოს ოჯახი, სადაც სამსახური დაკარგეს ოჯახის წევრებმა და ბავშვის საჭმლის საყიდელი ფული არ აქვთ. ეს ოჯახი შეიძლება იმ წუთას არ იყოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ დავეხმარებით აუცილებლად. თუ ასეთი ორი ოჯახი აღმოჩნდა და ჩვენ არჩევანი გვექნა გასაკეთებელი, მაშინ, სხვა თანაბარ პირობებში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს”,- განაცხადა მინისტრმა.


“საქართველოს კოალიცია ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის” თავმჯდომარე ჯაბა ნაჭყებია, რომელიც კოალიციის წევრ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახალი სოციალური პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა, იმედოვნებს, რომ ეს პროგრამა იქნება მოქნილი, განსხვავებით იმ პროგრამებისგან, რომლებიც დღემდე არსებობდა საქართველოში.


“მე ვისურვები, რომ ეს პროგრამა ყოფილიყო ისეთი მოქნილი, რომ შეძლოს გათვალისწინება ოჯახების ინდივიდუალური საჭიროების. თუ ეს მოხდება, მაშინ არის დიდი შანსი იმისა, რომ ოჯახები მართლაც მიიღებენ სწორედ იმ საჭიროებებს, რაც მათ კრიზისიდან გამოიყვანთ”.


ბენეფიციარი ოფახების ინდივიდუალურ საჭიროებებს სოციალური მუშაკები შეაფასებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი