ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მივიღეთ კანცლერ მერკელის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებაზე

2 ივნისი, 2014 • • 1085
ღარიბაშვილი: მივიღეთ კანცლერ მერკელის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულებაზე

მისივე თქმით, საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ადასტურებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 27 ივნისს უნდა შედგეს.

 

“საქართველომ ასევე ბევრი ენერგია დახარჯა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები. უნდა გავამხნევოთ გერმანელი მწარმოებლები, რათა მათ გაზარდონ ინვესტირება საქართველოში,”-აღნიშნა ანგელა მერკელმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.” 

 

თავის მხრივ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა გერმანიაში ვიზიტს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით.

 

“განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ძალზე ვაფასებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ კანცლერ მერკელის მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი განცხადებით, გერმანელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, რომლებიც აქტუალურია ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში და მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისკენ, ასევე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.

 მერკელი, ღარიბაშვილი 2014 წ.2 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი