ახალი ამბები

“გლეხს შრომა დაუფასდა, ყურძენს ფასი დაედო”

25 მაისი, 2014 • • 1271
“გლეხს შრომა დაუფასდა, ყურძენს ფასი დაედო”

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისა და იაფი კრედიტების მეშვეობით ბევრ მეურნეს მიეცა მეურნეობის განვითარების საშუალება.

 

ღარიბაშვილის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მევენახეებმა პრემიერ-მინისტრს განუცხადეს, რომ ახალი ხელისუფლების მხარდაჭერის მეშვეობით მათი ვენახები გაჩეხვას გადაურჩა.


 

დღესვე პრემიერ-მინისტრმა თელავში დღეს შპს „ვაზიანის“ ღვინის ქარხანა დაათვალიერა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით შენდება.

 

 

“როგორც ირაკლი ღარიბაშვილს ქარხნის დირექტორმა ლევან ფაღავამ განუმარტა, მშენებლობა 2013 წლის თებერვალში დაიწყო, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში კი ქარხანამ მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო. შარშან ქარხანამ გლეხებისგან 1300 ტონა ყურძენი ჩაიბარა, წელს ამ რიცხვს გააორმაგებს,” – წერია განცხადებაში, რომელიც პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.


პრემიერი ვენახში; 2014;  ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერი ვენახში; 2014; ფოტო: საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი