ახალი ამბები

GPB–ის ბორდის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა კიდევ ერთხელ მიმართონ

1 მაისი, 2014 • • 1565
GPB–ის ბორდის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა კიდევ ერთხელ მიმართონ

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გუშინ, 30 მაისს მიიღო, “ბორდის მოქმედი წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში დარჩებიან, როგორც ამ სისტემაში შექმნილი დროებითი ორგანოს – მონიტორინგის საბჭოს წევრები. კანონპროექტის ავტორების ინიციატივით, ძველი ბორდი გააგრძელებს “იმ სარეკომენდაციო ფუნქციების განხორციელებას, რასაც ისინი კანონის საფუძველზე ასრულებდნენ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში”. თუმცა ბორდის წევრი გიორგი მელაძე ამბობს, რომ ეს კანონპროექტი და ეს ახალი პრინციპი რეალურად მათ  უფლებამოსილების გარეშე ტოვებს, რაც ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო 11 აპრილს.

 

“თუ კანონი ასეთი ფორმით იქნება მიღებული, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ჩვენ არსებითად გვიზღუდავენ უფლებამოისლებას. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანებს, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა უფლებმოისლება თავის გადაწყვეტილებით, ამ უფლებამოსილებას ართმევენ და უფლებამოსილების გარეშე ტოვებენ. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ძალიან ნათლად მიუთითა, რომ ამგვარი ტიპის უფლებამოსილების შეწყვეტა თუ შემცირება არალეგიტიმურია კონსტიტუციის 29 მუხლთან მიმართებაში. რადგან ეს პრეცედენტი უკვე არსებობს, მე მგონია, რომ ახლა შეიძლება სასამართლომ არც კი განიხილოს ეს ამბავი გადაწყვეტილების სახით და ადრეულ ეტაპზევე პირდაპირ განჩინების ფორმით დაამთავროს ეს საქმე, რადგან მას უკვე ნამსჯელი აქვს ამ საკითხზე და ნათქვამი აქვს, რომ ეს არაკონსტიტუციურია”, – ამბობს მელაძე.

 

იურისტების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ძველი წევრების უფლებამოსილების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 11 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გიორგი მელაძის და ბორდის სხვა წევრების სარჩელი დაკმაყოფილდა, ერთგვარ ჩიხურ სიტუაციას ქმნის, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იქნება შესაძლებელი.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი