ახალი ამბები

შტეფან ფულე: ევროკავშირის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი გაფართოება უნდა გამოვიყენოთ

18 მარტი, 2014 • • 977
შტეფან ფულე: ევროკავშირის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი გაფართოება უნდა გამოვიყენოთ

 

“თუ ჩვენ გვუსრს, რომ სერიოზულად შევცალოთ სიტუაცია აღმოსავლეთ ევროპის იმ ნაწილში, რომელსაც მიმდინარე მოვლენები შეეხო, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი – გაფართოება. ამას უპრეცედენტო ეფექტი აქვს”, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ გერმანული გაზეთისთვის, Die Welt–ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ, 17 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შესახებ. ზემოხენებულ ბრძანებაში პუტინი განმარტავს, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას ყირიმის რეფერენდუმის შედგების გათვალისწინებით იღებს. ბრძანება ძალაში მისი ხელმოწერისთანავე შედის. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი