ახალი ამბები

“ობიექტივის” ჟურნალისტმა საყდრისზე სამინისტროს პოზიციის გამო შიმშილობა გამოაცხადა

14 მარტი, 2014 • • 1127
“ობიექტივის” ჟურნალისტმა საყდრისზე სამინისტროს პოზიციის გამო შიმშილობა გამოაცხადა

მიქიაშვილმა შიმშილობის დაწყების შესახებ კულტურის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზშივე განაცხადა და თქვა, რომ აღნიშნული ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით RMG-ს საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებარვთა მისცეს. 

  

როგორც დღეს, 14 მარტის პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაყწყვეტილება კვლევის შედეგად მიიღეს. 

 

მისი განმარტებით, კვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა და დაადგინა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ არის. 

 

“არ გვაქვს უფლება მითებზე დაყრდნობით 3000 ოჯახს პრობლემა შევუქმნათ. დასკვნა გაგზავნილია ინვესტორთან, გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება,”- განაცხადა მარგიშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი