ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი სოციალურ უთანასწორობაზე

21 თებერვალი, 2014 • • 923
გიორგი მარგველაშვილი  სოციალურ უთანასწორობაზე

გიორგი მარგველაშვილის თმით, თავისუფლება და ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში ერთიან ორგანიზმად აყალიბებს საზოგადოებას:

 

“ეს პროცესი ბოლომდე ვერ განხორციელდება, თუ მნიშვნელოვნად არ შემცირდა შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანასწორობის მაღალი დონე, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობაც ჩვენი ისტორიული ტრადიციაა, შოთა რუსთაველი იდეალურ მმართველს ასე ახასიათებს: მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები. შენ გაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონენი. სოციალური თანასწორობა არის ის გზა, რომელიც კიდევ უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას.”

 

მარგველაშვილმა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ორ მისეულ საშუალებაზე ისაუბრა:


“ერთი მხრივ, უნდა შევცვალოთ ის ფაქტორები, რომლებიც აღნიშნულ უთანასწორობას პროვოცირებს და უზრუნველვყოთ კონკურენციის მაღალი სტანდარტი. კონკურენციის შედეგად გაჩნდება მეტი ბიზნესი, მეტი დასაქმების ადგილი, მაგრამ აგრეთვე უთანასწორობა დაძლეულ უნდა იქნას საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრივი ხარჯვით. ამიტომ მივესალმები უდიდეს სამუშაოს, რომელიც ამ სფეროში განხორციელდა. ამ მხრივ, თვალსაჩინო მაგალითია 2013 და 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლებიც სოციალურად ორიენტირებულია და მოსახლეობის სოციალურ დაცვაზეა ორიენტირებული.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი