ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური 9-14 დეკემბერს დაჯარიმებულებს ჯარიმებს მოუხსნის

17 დეკემბერი, 2013 • 1386
შემოსავლების სამსახური 9-14 დეკემბერს დაჯარიმებულებს ჯარიმებს მოუხსნის

 

შემოსავლების სამსახური აჭარაში უშუქობით გამოწვეულ პრობლემას ეხმაურება და შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

 

„9-14 დეკემბერს, დიდთოვლობის გამო, აჭარის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდებოდა. ელექტროენერგიის ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, საკონტროლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევა და, შესაბამისად, გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები. 

 

თუმცა, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები, რომლებიც 9-14 დეკემბრის პერიოდში გამოწერილ სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმისაგან“.

 

ცნობილია, რომ აჭარაში უშუქობის გამო სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულება ვერ ახერხებდა საკასო აპარატის დამუხტვას, რის გამოც გაყიდული პროდუქციის აღნუსხვას, ანუ შესაბამისი ჩეკის ამობეჭდვა შეუძლებელი იყო. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უშუქობის დღეებში ინტენსიურად აკვირდებოდნენ სავაჭრო დაწესებულებებს და ბევრი მათგანი სწორედ იმ მიზეზით დააჯარიმეს, რომ სალარო აპარატიდან ქვითარი არ ამობეჭდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი