ახალი ამბები

პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეზე მაიზერ ლიპარტელიანის დაკითხვა მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2013 • 1036
პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეზე  მაიზერ ლიპარტელიანის დაკითხვა მიმდინარეობს

მაიზერ ლიპარტელიანი, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბუტა რობაქიძის საქმეში, პროკურატურაში იმყოფება.

გამოძიებამ იგი დაკითხვაზე  19 თებერვალს გავრცელებული კადრების შემდეგ დაიბარა.

ლიპარტელიანმა დაკითხვაზე შესვლამდე  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  კადრები, რომლებიც მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა, რეალურად ასახავს მომხდარს.

მისი თქმით, გავრცელებულმა კადრებმა დეტალური სურათი აღუდგინა.

კითხვაზე, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ  წინა ჩვენებს შეეხებოდა, სადაც აცხადებდა, რომ იარაღი არ უნახავს, ლიპარტელიანმა უპასუხა:

“მე მანდ არაფერს არ ვმალავ, მაშინაც ვთქვი, ჩემი გონება მიპყრობილი იყო იმ ცუდ ფაქტზე, რაც მოხდა, და მე იმ წუთში სანერვიულო და საფიქრალი მქონდა, რომ როგორმე ახალგზარდა გადარჩენილიყო და ვამბობდი იმას, რომ   ჩემი ყურადღება იქითკინ იყო და 9 წლის წინანდელ სხვა დეტალებს ვერ ვიღდგენდი მე”.

 

მან ასევე განაცხადა, რომ  სასწრაფო დახმაების მანქანა შემთხვევის ადგილას მან გამოიძახა და ის “გონივრულ ვადაში მივიდა”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი