ხელოვნება

ორი პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

14 თებერვალი, 2013 • • 1983
ორი პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

თოჯინური სპექტაკლი “მზის სხივი”, ბალერინასა და წრუწუნას სიყვარულის შესახებ, ანრი პოპესკუს პიესას მიხედვითაა დადგმული. დადგმა თითების თეატრის დამაარსებელს, ბესო კუპრეიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლის მხატვარი – ვახტანგ ქორიძეა, მუსიკა “მზის სხივისთვის” ზურა გაგლოშვილმა შექმნა, ქორეოგრაფია  კი გია მარღანიას ეკუთვნის.

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის მეორე ახალი სპექტაკლი –“სათაგური” ვაჟა-ფშაველას მოთხრობების მიხედვითაა დადგმული. ვაჟა საბავშვო სცენისთვის რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ დადგა. მონაწილეობს 13 მსახიობი მონაწილეობს. სპექტაკლზე აივენგო ჭელიძე( სცენოგრაფია), ნინო ჩიტაიშვილი (კოსტუმების მხატვარი), მიხეილ ზაქარიაშვილი(კომპოზიტორი), გიორგი მარღანია(ქორეოგრაფი) და თამაზ ქარაული (ტექნიკური რეჟისორი) მუშაობდნენ.

 

 “მზის სხივის” პრემიერა 14-15 თებერვალს 18:00 საათზეა დაგეგმილი, “სათაგური” კი პირველი მაყურებელის წინაშე 16 და 17 თებერვლის საღამოს, 18:00 საათზე წარსდგება.

მზის სხივი
მზის სხივი

 

სათაგური
სათაგური

მასალების გადაბეჭდვის წესი