ახალი ამბები

პრეზიდენტმა და პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცეს

9 დეკემბერი, 2012 • • 1215
პრეზიდენტმა და პრემიერმა  ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცეს

“მთელ ებრაელ ხალხს და საქართველოს ებრაელებს სულითა და გულით გილოცავთ ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა გისურვოთ, ამ მტკიცე რწმენით იღვაწოთ ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. ამ რწმენით ცხოვრობდნენ და დღესაც იღწვიან ქართველი ებრაელები, რომელთა წვლილი საქართველოში კულტურის განვითარების საქმეში და სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებულია. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს”.– ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. 

 

ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ, 8 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სანთლების ანთების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. 

 

 “ნამდვილად დიდი მიღწევაა, ვიყო დღეს თქვენს გვერდით, ყველაზე ნიჭიერი ერის გვერდით და დღევანდელ პროცესიაში რომ ასეთი წვლილი მაქვს, ბედნიერი ვარ. მე ვულოცავ ამ დღესასწაულს ისრაელს და საქართველოს, ჩემი დიდი ოცნებაა, საქართველო ისე აღორძინდეს, რომ ჩვენთან არანაკლები ებრაელი ცხოვრობდეს, ვიდრე 40 წლის წინ ცხოვრობდა. მე ვისურვებ, რომ ჩვენი 26- საუკუნოვანი მეგობრობა აგვეყვანა ყველაზე დიდ სიმაღლეზე“.– აღნიშნა პრემიერმა. 

 
 
ხანუქას დღესასწაულს ებრაელი ხალხი 8 დღისა და ღამის განმავლობაში აღნიშნავს. მთვარის კალენდრის მიხედვით, “ხანუქას” ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის თვეში ზეიმობენ. დღესასწაული ბერძნულ-სირიულ არმიაზე ებრაელთა მცირერიცხოვანი ჯარის გამარჯვებას ეძღვნება, რომლის შედეგად ტაძარი გათავისუფლდა და ღვთისმსახურება აღდგა. ბერძენთა წინააღმდეგ აჯანყებულები მაკაბელთა სახელით არიან ცნობილნი.
 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი