ახალი ამბები

საკაბელო ტელევიზიამ 25-ე არხი გათიშა

27 მაისი, 2011 • 1211
საკაბელო ტელევიზიამ 25-ე არხი გათიშა

დღეს, დაახლებით 19 საათზე, ბათუმში საკაბელო არხმა _ “ერამ” ქსელიდან გათიშა ტელეკომპანია 25-ე არხი. კომპანიის ხელმძღვანელმა მერაბ მერკვილაძემ “ერას” მესაკუთრესთან სცადა ამის მიზეზების გარკვევა, მაგრამ მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. “ერას” ოფისში მისულ მერაბ მერკვილაძეს მხოლოდ დამლაგებელი დახვდა.

ტელეარხის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ არხი ხელისუფლების დაკვეთით გამოირთო. “იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჩართვა ამ საკაბელოსთვის კომერციულად საინტერესოა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შედიოდეს მის ინტერესებში ჩვენი გათვიშვა. მაგრამ თუ გავიხსენებთ 2006 წლის ისტორიას, ეს მხოლოდ ხელისუფლების დაკვეთა შეიძლება იყოს. თუმცა მე ამის არავითარი მტკიცებულება არ მაქვს~, _ აცხადებს მერაბ მერკვილაძე.

გია მეტრეველი, “ერას” ერთ-ერთი მესაკუთრე, არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. სულხან გოგიბერიძე კი, კომპანიის წილების კიდევ ერთი მფლობელი,  აცხადებს, რომ უცხოეთშია და არ ფლობს ინფორმაციას იმის სესახებ, თუ რატომ გათიშეს 25-ე არხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი