ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დარღვევაზე სანქციები შესაძლოა გამკაცრდეს

18 სექტემბერი, 2015 • • 2160
პერსონალურ მონაცემთა დარღვევაზე სანქციები შესაძლოა გამკაცრდეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანის განმარტებით, ინსპექტორის ოფისმა შეიმუშავა ცვლილებათა კანონის პროექტი, რომლის მიხედვით შეიქმნება ერთიანი ვებ პორტალი, ინსპექტორის აპარატის ფარგლებში, სადაც ყველა კომპანია დარეგისტრირდება, რომელიც სარეკლამო მესიჯებს იყენებს.

 

აღნიშნული ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ კომპანიები, საიდანაც მესიჯით სარეკლამო შეთავაზებების მიღება სურთ.

 

აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს ჯარიმის გაზრდას 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე, იმ შემთხვევაში თუ 100-ზე მეტი მოქალაქის უფლების დარღვევა ხდება.

 

დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატმა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა კანონპროექტი, ცნობილი გახდა, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც აპლიკანტის მოთხოვნას ამუშავებს სპეციალური პროგრამა, მაგალითად ონლაინ სესხის მიღების, ვიზის მოთხოვნისას, ან თუნდაც სამუშაოს მოძიების პროცესში, მოქალაქეს შეუძლია, რომ უარის შემთხვევაში ხელახლა მიმართოს ამავე უწყებას და მოითხოვოს მისი განაცხადა განიხილოს ადამიანმა.

 

მოქალაქეს ექნება გასაჩივრების უფლება იმ დაწესებულებასთან, ხოლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს პერონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორს.

 

“ვინაიდან არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ მის შესახებ შესაძლოა მცდარი მონაცემები იყოს სადმე, ელექტრონული სერვისების განვითარებასთან ერთად, რაღაც მომსახურებაზე უარს ამბობს ტექნოლოგია და არა ადამიანი. ბევრი ადამიანი რჩება ტექნოლოგიების პირისპირ. ისე რომ არ აქვს ზემოქმედების ბერკეტი. ამისთვის არ უნდა იყოს საჭირო სასამართლოში წასვლა და ხანგრძლივი დავის წარმოება. შეუძლია მიმართოს დაწესებულებას და ხელახლა განიხილოს მისი განაცხადი”,  განაცხადა თამარ ქალდანმა.

 

ინსპექტორის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონში ცვლილებად შევა ისიც, რომ აიკრძალება აუდიო ჩაწერა ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლა დაირღვეს ადამიანის პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოება, მაგალითად აფთიაქებში.

 

პერსონალური მონაცემების დაცვა/ფოტო:metricwire
პერსონალური მონაცემების დაცვა/ფოტო:metricwire

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორის აპარატმა 2015 წლის 1 ივნისს სამი სააფთიაქო ქსელ, PSP, “ავერსი” და  “სახალხო აფთიაქი” დააჯარიმა აუდიოჩაწერისთვის ისე, რომ ირღვეოდა პაციენტების უფლებები. თუმცა, თამარ ქალდანის განმარტებით, სამივე კომპანიამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ინსპექტორის განმარტებით, “სახალხო აფთიაქმა” წააგო დავა და შეწყვიტა მომსახურების აუდიო ჩაწერა, თუმცა PSP-სა და “ავერსისთან” დავა კვლავ გრძელდება.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებების მიზანია დაუდახლოვოს ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი