ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის როლი შეიძლება მინიმალური იყოს

3 სექტემბერი, 2015 • • 1300
კვირიკაშვილი: ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის როლი შეიძლება მინიმალური იყოს

“ჩემი განცხადება შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ან მოეწონოს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკის როლი შეიძლება მინიმალური იყოს. იყო მომენტები, როდესაც ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩარეულიყო, რათა კურსის მოძრაობაში ემოციური ნახტომები მოეხსნა. ეს ემოციურ კომპონენტებს მოხსნიდა იმ მომენტში, მაგრამ გაუფასურების დონეს ვერ შეცვლიდა იმიტომ, რომ ის ეკვილიბრიუმი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, იმ საგადასახადო ბალანსით არის გამოწვეული, რაშიც ბევრი კომპონენტი შედის”, – განაცხადა მან.


კვირიკაშვილის თქმით, ზუსტად არ იცის, ამომრჩევლის რა ნაწილი იქნება ამ პროცესით უკმაყოფილო, თუმცა  განაწყენებული და დაზარალებული ადამიანები იქნებიან. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, დოლარში სახლის შესაძენად მასაც აქვს იპოთეკური სესხი აღებული.


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი



მასალების გადაბეჭდვის წესი