ახალი ამბები

ილია II: ჩვენთან არიან ოსები და უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები

19 აგვისტო, 2015 • 1680
ილია II: ჩვენთან არიან ოსები და უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს უნდა ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ და გუშინწინ. მისი თქმით, ქართველი და ოსი ხალხის ძმობას ვერავითარი ძალა ვერ შეარყევს.

 

”მე მინდა ვიცვალოთ ფერი. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ და გუშინწინ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ნაკლი და ცოდვა. მე ვფიქრობ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენთან არიან ოსების წარმომადგენლები. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ძმები და ვერავითარი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას,” – განაცხადა ილია მეორემ.

 

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.

 

ილია მეორე
ილია მეორე

მასალების გადაბეჭდვის წესი