ახალი ამბები

ანონსი – 10 ივლისი

10 ივლისი, 2015 • • 976
ანონსი –  10 ივლისი

თავდაცვისა და უშიშროების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

 

10:00 თბილისის მერი დავით ნარმანია კონფერენციას: „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების გაძლიერება“ დაესწრება

მის: სასტუმრო „ჰუალინგი“(ვაზისუბნის ტერიტორია)

საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშილი 577733182

 

10:00 სურსათის ეროვნულ სააგენტოში მედიატური გაიმართება, რომლის მიზანი ჟურნალისტებისთვის სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის მექანიზმის გაცნობაა. ტურის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ღონისძიება სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც სპეციალისტები ლბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის ნიმუშს აიღებენ.

მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

 

10:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ირაკლი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების  დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ უნიკალურ პროექტს გააცნობენ. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება თავისი სრულფასოვანი კვლევითი/საექსპერიმენტო ბაზით.

ადგილი: განათლების სამინისტრო

მისამართი: უზნაძის 52

 

10:00 ვისოლის სარაგბო სტადიონზე Red Bull Lelos – სამოყვარულო რაგბის შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.

 

10.00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით TWINNING-ის პროექტი გაიხსნება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორი გურამ ჯალაღონია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის საოპერაციო განყოფილების უფროსის მოადგილე სტეფან სტორკი და ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში ევა ბერგერი  დაესწრებიან.

 

11:00 ცესკოში ახალი სასწავლო პროექტის – „საარჩევნო განვითარების სკოლა -2015“-ის პრეზენტაცია გაიმართება. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნობს ახალგაზრდებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამის შესახებ ინფრომაციას. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების დასაწყისი: 11:00 სთ

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” კომპანია „იოტა როიალის“ დამფუძნებელი გრიგოლ რობაქიძე, გენერალური დირექტორი შანშე თავხელიძე და კომპანია “Brave soldiers”-ის გენერალური მენეჯერი ვლადიმერ კაბლუკოვი, თბილისში კალის ჯარისკაცების გალერეას გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაცია-პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

11:00 „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების“  წარმომადგენელი კაშა სუხიშვილი  პორტალკვირასპრესკლუბშიპრესკონფერენციასგამართავს და იმ კვლევის შედეგებს წარმოადგენს, რაც სპეციალისტებმა სტიქიის სათავესთან დაკავშირებით მოამზადეს. მისამართი: უშანგიჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

11:30 პარლამენტის ბიუროს სხდომა

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, “ცესკოსთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლა ეკონომიკის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს”. “ტურიზმის სფეროში არსებული სტატისტიკა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ.

 

12:00 პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

პლენარული სხდომის შესვენების დროს თავდაცვისა და უშიშროების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

ქუთაისი, დარბაზი N301

 

პლენარული სხდომის შესვენების დროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

ქუთაისი, დარბაზი N303

 

12:00 თბიისის ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე   პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

19:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იტალიურ კომპანიათა ჯგუფის ,,Interiors Italy“ პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებს შორის წარმოდგენილნი იქნებიან უცხოელი მეწარმეები და ადგილობრივი არქიტექტორები, ასევე ხელისუფლების ორგანოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 მის: თავისუფლების #2

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი