ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

30 ივნისი, 2015 • 1129
პარლამენტის კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საუბარი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლის დეკრიმინალიზაციაზე. კერძოდ, ხაჩიძის კანონპრექტით, ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, მცირე რაოდენობით, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. 

 

კომიტეტმა გაიზიარა პრინციპი, რომლის თანახმადაც, 273–ე მუხლში დარჩება სანქციები, თუმცა ამოღებული იქნება პატიმრობა. ამ პრინციპს მხარი კომიტეტის 6–მა წევრმა დაუჭირა. 


გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა შეგიძლიათ ნახოთ აქ


მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მოქალაქეთა ჯგუფი აქციებს უკვე რამდენიმე წელია მართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი