ახალი ამბები

freedom house: საქართველო გარდამავალი, ჰიბრიდული ქვეყანაა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის

23 ივნისი, 2015 • • 1116
freedom house: საქართველო გარდამავალი, ჰიბრიდული ქვეყანაა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის

29 ქვეყნისაგან შემდგარ რეიტინგში საქართველო მე-17 ადგილს იკავებს და იმ სახელმწიფოების კატეგორიაში ხვდება, ვის მმართველობის სისტემასაც freedom house გარდამავალსა და ჰიბრიდულს უწოდებს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის.


საქართველომ 4,64 ქულა დაიმსახურა 1-დან 7-მდე შკალაში, სადაც 1 საუკეთესო, ხოლო 7 – ყველაზე ცუდი შედეგია.


freedom house-ის აზრით, მთლიანად კონსოლიდირებული დემოკრატია მუშაობს ესტონეთში, ლატვიაში, ჩეხეთში, სლოვენიაში, პოლონეთში, ლიტვასა და სლოვაკეთში. ეს ქვეყნები რეიტინგის ლიდერები არიან.


რაც შეეხება კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებს, რეიტინგის მიხედვით ასეთები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ტაჯიკეთი. ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლოში იმკვიდრებენ ადგილს.


საქართველოსთან ერთად ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსი აქვს უკრაინას. ანგარიშის მიხედვით, ევრაზიაში მხოლოდ უკრაინამ და საქართველომ აჩვენეს წინსვლა წლის განმავლობაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი