ახალი ამბები

პლაცებოს ბასისტი ბოდიშს იხდის თბილისის სტიქიაზე ხუმრობის გამო

14 ივნისი, 2015 • • 1483
პლაცებოს ბასისტი ბოდიშს იხდის თბილისის სტიქიაზე ხუმრობის გამო

ოლსდალმა ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ეს არის თავისუფალი ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში. პლაცებო იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ცირკს”. მოგვიანებით მან ფოტო წაშალა და მის ნაცვლად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც საკუთარი საქციელი განმარტა.

 

“მე ვერ გავიაზრე მომხდარის რეალური ეფექტი,”- წერს სტეფან ოლსდალი.

 

 
 
თუმცა მუსიკოსის საქციელმა ქართველ მსმენელი მაინც გააღიზიანა. ზოგიერთი მათგანი პლაცებოსათვის ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვს. ამიტომ Tbilisi Open Air-ის ოფიციალური Facebook გვერდი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ოლსდალმა თბილისში შექმნილი ვითარების შესახებ არაფერი იცოდა და ბეჰემოტის ფოტოზე წარწერა მხოლოდ ხუმრობა იყო. პოსტში ნათქვამია, რომ ალტერვიჟენ ჯგუფის წევრები ესაუბრნენ ოლსდალს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ.

 

 

მეგობრებო, ეს არის სტეფან ოლსდალის, placebo-ს წევრის, ბოდიში. ჩვენ დღეს მას ორჯერ ვესაუბრეთ და მან გულწრფელად მოგვიხადა …

Posted by Tbilisi Open Air Alter/Vision on Sunday, 14 June 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი