ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი: ჯაფარიძის დასახელებული მიზეზი პარტიიდან წასვლაზე ღიმილის მომგვრელია

27 მაისი, 2015 • • 1149
ჭიაბერაშვილი: ჯაფარიძის დასახელებული მიზეზი პარტიიდან წასვლაზე ღიმილის მომგვრელია

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა და პოლიტიკურმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ მოხდა პოლიტიკური ძალის სრული განახლება და გახსნილობა.


ზურაბ ჭიაბერაშვილი ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასახელებულ მიზეზს არ ეთანხმება:  

 

“ეს ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან პარტიამ აღმასრულებელი მდივნის პოსტი ანდო ადამიანს, რომელიც ახალ სახედ იყო აღქმული საზოგადოებაში. ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ პარტია მუდმივად განახლებას განიცდის. პარტიაში წამყვან პოზიციებზე არიან – საორგანიზაციო მდივანი გიორგი ვაშაძე, პოლიტიკური მდივანი სერგო რატიანი. პოზიციები პარტიის სამდივნოში ეკავათ სწორედ იმ ადამიანებს, რომელებიც მანამდე აქტიურად პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ყოფილან და 1 ოქტომბრის სემდეგ ჩაერთვნენ. ის, რომ მთლიანად გამოიცვალოს პარტია, ასეთი რამე არსად არ ხდება. ელემენტარულად დეპუტაცია ჰყავს პარტიას პარლამენტში, რომელიც დაკომლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებიც ახლა მოვიდნენ პოლიტიკაში და რომლებიც მანამდეც იყვნენ. ეს ბუნებრივი პროცესია და ვერავინ ვერ იტყვის, რომ პარტია ამ თვალსაზრისით ჩაკეტილი იყო. თვითონ სისტემა, რომ დაინერგა პრაიმერიზი. რეგიონებში ადგილზე რომ ჩავატარეთ პრაიმერიზები, ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების  ხელმძღვანელებად ბევრგან გავიდნენ ახალი ადამიანები, რომლებიც მანამდე არ ყოფილან სათავეებთან. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ პარტია განიცდის განახლებას.”

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პარტიიდან წასული წევრების საჯარო განცხადებებში არ არის არანაირი წონიანი არგუმენტი, რაც გაამართლებდა მათ გადაწყვეტილებას:


“დღეს ამ მომანტში, როცა “ნაციონალურ მიძრაობას” კუთხეში ყავს მიყენებული ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, ამ მომენტში ეს არგუმენტი ვერ გაამართლებდა რაიმე ნიშნით ამ ბრძოლიდან გამოსვლას. ამიტომ ჩემთვის ეს საქციელი არის კატეგორიულად მიუღებელი. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ღარიბაშვილი თავს გადაირჩენს, ეგრე არ არის. ეს ერთი-ორი დღის ნიუსია და გავაგრძელებთ საქმინობას.”   

 

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი