ახალი ამბები

ნადირაშვილის ინფორმაციით, კუბლაშვილი, ჯაფარიძე, ხაჩიძე და მელაძე ახალ პარტიას ქმნიან

25 მაისი, 2015 • • 1311
ნადირაშვილის ინფორმაციით, კუბლაშვილი, ჯაფარიძე, ხაჩიძე და მელაძე ახალ პარტიას ქმნიან

ირმა ნადირაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მათ პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ და ეს ინფორმაცია პირადი საუბრებიდან აქვს. ნადირაშვილის ინფორმაციითვე, აღნიშნული პირები ახალ პარტიას ქმნიან.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრმა პარტია  დატოვა, დღეს გავრცელდა. პარტიის წევრმა და დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოთხშაბათს გააცნობენ საზოგადოებას ინფორმაციას იმის შესახებ, დატოვა თუ არა რომელიმე პოლიტიკოსმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი