ახალი ამბები

სასამართლომ საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები არ შეაჩერა

18 მაისი, 2015 • • 1346
სასამართლომ საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები არ შეაჩერა

სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება. პირველი სასამართლო პროცესი 2015 წლის 25 ივნისს გაიმართება.

 

“სასამართლომ არ გააუქმა მიღებული აქტები, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რამდენად კანონიერია RMG-ის საქმიანობა. დავა სასამართლოში გრძელდება. პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება 25 ივნისს და ამ დღიდან დაიწყება უკვე საქმის განხილვა სხდომის ფორმატში. ჩვენ წარვადგენთ და ვთხოვთ სასამართლოს, რომ საქმეს ახალი მტკიცებულებები დაურთოს. დღევანდელ განჩინებასთან დაკავშირებით კი საუბარი მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როდესაც სასამართლო ჩაგვაბარებს განჩინების დოკუმენტს,” – აცხადებს საიას იურისტი და მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, სულხან სალაძე.

 

დღევანდელ განხილვამდე, 13 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლო ჩავიდა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიის დასათვალიერებლად მოწმეების, მოსარჩელების მხარეებისა და ექსპერტების თანხლებით. დათვაალიერების შემდეგ საყდრისის ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ განაცხადა, რომ საყდრისის კულტურული ძეგლი აღარ არსებობს და მთლიანად დანგრეულია.

საყდრისის ბორცვი. ფოტო - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 16.05.2015
საყდრისის ბორცვი. ფოტო – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 16.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი