ახალი ამბები

ხეჩიკაშვილი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი

4 მაისი, 2015 • • 869
ხეჩიკაშვილი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი

“უამრავი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი და დასაკარგი დრო არ გვაქვს. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმი”, – განაცხადა ახალმა მინისტრმა.

 

მან არც საკადრო ცვლილებები გამორიცხა:

 

“რა თქმა უნდა, სამინისტროში იქნება ცვლილებები იმის მიხედვით, თუ რა ახალი პროექტები გვექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძირითად ბირთვს შევინარჩუნებთ, რადგან აქ ამდენი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს,” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

ხეჩიკაშვილის თქმით, სპორტულ კომიტეტებთან არსებული გაუგებრობების მოგვარებას დიალოგის გზით აპირებს.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში თანამდებობიდან გადადგა ლევან ყიფიანი, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრებსა და სპორტის მინისტრ ყიფიანს შორის.

ტარიელ ხეჩიკაშვილი
ტარიელ ხეჩიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი