ხელოვნება

“დივერსანტების” პასუხი პრემიერ-მინისტრს – მწვანე მუშტის აქცია კანცელარიასთან [ვიდეო]

17 აპრილი, 2015 • • 1037
“დივერსანტების” პასუხი პრემიერ-მინისტრს – მწვანე მუშტის აქცია კანცელარიასთან [ვიდეო]

აქცია 14:30 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობასთან თავზე შავტომრებწამოცმული მივიდნენ და ამით გააპროტეტსეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, რომლითაც “მწვანე მუშტის” წევრები დივერსანტებად მოიხსენია.

 

“ჩვენი აქცია პასუხია პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საყდრისთან დაკავშირებით… დივერსანტები გვიწოდა და ეს არის ჩვენი პასუხი პრემიერისადმი”, – განაცხადა აქციის მონაწილე ნიკოლოზ წიქარიძემ.

 

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, დივერსანტი არის თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან იგი არის იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, სადაც 46 მუშა დაიღუპა 10 თვეში, ხოლო 61 დასახიჩრდა, რადგან არ არის შრომითი უსაფრთხოება დაცული. 

 

აქციის მონაწილებს მიტანილი ჰქონდათ თაბახის ფურცლებზე დარწერილი იმ ადამიანების სახელები, რომლებიც, მათი თქმით, შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო დაიღუპნენ.

სტუდენტური მოძრაობა
სტუდენტური მოძრაობა 'მწვანე მუშტის' აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი