ახალი ამბები

შსს: სარფში მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილ სამალავში ორი ქალი აღმოჩნდა

16 აპრილი, 2015 • • 1390
შსს: სარფში მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილ სამალავში ორი ქალი აღმოჩნდა

გამოძიების ცნობით, 32 წლის გიორგი ც.-ს მის კუთვნილ “ფორდ-ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული 32 წლის ნაირა ა. და 28 წლის ფერუზა კ. ეს უკანასკნელი უზბეკეთის მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, ისინი ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.

 

გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (სსსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო ნაირა ა. და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი