ახალი ამბები

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავებულია

8 აპრილი, 2015 • • 1802
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავებულია

გიორგი ნაკაშიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

 

166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი განმარტებულია შემდეგნაირად – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა- გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

 

173 -ე სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი ისჯება 400 ლარის ოდენობის ჯარიმით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი ნაკაშიძის სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში გაიმართება. 

 

გიორგი ნაკაშიძემ ითამაშა ფილმში “მანდარინები”, რომელიც 2015 წლის ოსკარის ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი