ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უორლიკმა ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა

13 მარტი, 2015 • 1333
უორლიკმა ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა

“მინსკში გამართული შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე ძალიან სასარგებლო იყო. ჩვენ ველით მუშაობის დაწყებას ეუთოს მინსკის ჯგუფის ყველა წევრთან”, – დაწერა ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

მანამდე უორლიკმა შეხვედრის დაწყება ასევე ტვიტერის საკუთარ გვერდზე დააანონსა.


ეუთოს მინსკის ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე 1992 წლიდან მუშაობს.

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.


1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის  დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.



მასალების გადაბეჭდვის წესი