ეკონომიკა

პაპაშვილი: “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ყიდვაზე ინტერესი “ენერგო პრომ” გამოხატა

11 მარტი, 2015 • • 1972
პაპაშვილი: “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ყიდვაზე ინტერესი “ენერგო პრომ” გამოხატა

ბიზნესმენმა ეს კომენტრი დღეს, “თბილისი მერიოტში” ბიზნესასოციაციის ინიციატივით ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა: 

 

“ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების კომპონენტი ბიზნესისთვის. იყო საუბარი კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის პრივატიზაციაზე. კახეთის ენერგოკომპანიაზე მივიღეთ პასუხი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უკვე ინტერესი გამოხატული აქვს “ენერგოპროს”. ეს კომპანია უმსხვილესია რეგიონებში ელექტროენრგიის დისტრიბუციით. მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ამ ბაზარზე კონკურენტები დავინახოთ. ძალიან ბევრ ინვესტიციას მოითხოვს ქვეყანაში მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია. კიდევ კახეთის დამატება, როცა ამდენი ინვესტიაციაა გასაკეთებელი? კარგია, შეცდომები აღარ დაუშვან “ენერგო-პროსთან” და ინვესტიციების განხორციელება მოვთხოვოთ.”

 

კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის განაწლებას “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” ახორციელებს. კომპანია 117 058 აბონენტს ემსახურება. 

 

“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი