ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუს ჯარისკაცებს სოხუმში ძეგლს დაუდგამენ

3 მარტი, 2015 • • 1170
რუს ჯარისკაცებს სოხუმში ძეგლს დაუდგამენ

“ძეგლს აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქში 1992-1993 წლებში აფხაზეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულ ჯარისკაცებს დაუდგამენ. ადგილს დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით. საბოლოოდ შევჩერდით ხეივანზე, სადაც უცნობი ჯარისკაცის ძეგლი დგას, რადგან თემატურად ახლოსაა ერთმანეთთან. ორივე შემთხვევაში მონუმენტები ეღძვნება ადამიანებს, რომლებმაც მშვიდობისთვის სიცოცხლე გაწირეს”, – ამბობს ოთარ ქებურია, სოხუმის მშენებლობისა და არქიტექტურის მართვის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

 

რუსი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილ მონუმენტს სამამულო ომის 70 წლისთავზე, 2015 წლის 9 მაისს გახსნიან. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   




მასალების გადაბეჭდვის წესი