ახალი ამბები

კარასინი: დადგება ის მომენტი, როდესაც საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

26 თებერვალი, 2015 • • 1033
კარასინი: დადგება ის მომენტი, როდესაც საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

“ჩემი აზრით, დადგება ის მომენტი, როდესაც საქართველოს ხელსუფლება აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მეზობელ ქვეყნებად. ვერ ვიტყვი, რომ ამის ნიშნები არის, თუმცა საჭიროა ხედავდე პერსპექტივას, რადგან სხვა ყველაფერი აბსოლუტურად უპერსპექტივოა”, -განუცხადა კარასინმა ჟურნალისტებს პრაღაში დღეს, 26 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

 

მისივე თქმით, რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს პირდაპირი დიალოგის დაწყებას.

 

“ამიტომ ჩვენ 2008 წლის ოქტომბერში გავხდით ჟენევის დისკუსიების მონაწილეები. ეს ერთადერთი მოედანია, სადაც საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები პირისპირ საუბრობენ პრობლემებზე. დიალოგი აიგო და უკვე იქცა ტრადიციად, რომელსაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ. 

 

ბოლო წლებში ჩვენი ძალისხმევის წყალობით, ორივე ქვეყანაში მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც ოპტიმიზმით განეწყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისადმი. ჩვენ შორის წავედით იმ კონფრონტაციისგან, რომელსაც სააკაშვილი ქადაგებდა და მივედით დასკვნამდე, რომ რთულ პირობებშიც კი შევძლოთ თანამშრომლობა გავაფართოვოთ”, – ამბობს კარასინი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი