ახალი ამბები

ქადაგიძე: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რეზერვებით ჩანაცვლდება შემოსავლების კლება

26 იანვარი, 2015 • • 859
ქადაგიძე: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რეზერვებით ჩანაცვლდება შემოსავლების კლება

“გამოწვევები ეკონომიკური ზრდისთვის არის გაზრდილი. ეს განსაკუთრებით აისახა მე-4 კვარტალში, როცა თითქმის ყველა შემოდინება შემცირდა, ექსპორტი იქნებოდა ეს, გზანილები თუ ტურიზმის ზრდის გაჩერება. შესაბამისად, ამან ასახვა ჰპოვა ლარზე. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის უზრუნველვყოთ ფასების სტაბილურობა. ის, რომ ლარის გაცვლითმა კურსმა არ მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა ფასების ზრდაზე. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდნები იზრდება და ფასების მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი, ამ შემხთხვევაში, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ადეკვატურ რეაგირებას.

 

დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი სავალუტო რეზერვების დონე არის ადეკვატური, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ამავე დროს არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რეზერვებით შესაძლებელია ჩანაცვლდეს ექსპორტის ან ტურიზმის შემოსავლების კლება. რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაციური მოლოდინების ზრდასთან ერთად ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედებთ”, – განუცხადა გიორგი ქადაგიძემ “კურიერს”

 

აღნიშნული განცხადება გიორგი ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი