ახალი ამბები

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის Twitter და Youtube სავარაუდოდ ISIS-ის მხარდამჭერებმა დაჰაკეს

13 იანვარი, 2015 • 1202
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის Twitter და Youtube სავარაუდოდ ISIS-ის მხარდამჭერებმა დაჰაკეს

სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემის ცნობით, Twitter-ის გვერდზე ქვეყნდებოდა გაფრთხილებები ISIS-სგან, ლინკები, ფოტოები და სამხედრო თანამდებობის პირების საკონტაქტო ინფორმაცია.

 

“ამერიკელო ჯარისკაცებო, ჩვენ მოვდივართ, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს,”- ასეთი იყო მათი პირველი პოსტი.

 

“ყველაზე დიდებული და ყველაზე მოწყალე ღმერთის სახელით კიბერხალიფატი აგრძელებს კიბერჯიჰადს,”- ასეთი შინაარსის იყო კიდევ ერთი პოსტი.

 

როგორც  Reuters-ი წერს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცენტრალური სარდლობის Twitter-ისა და Youtube-ს ანგარიშების ფუნქციონორება დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება რისკის ქვეშ აღმოჩნდა. 

 

CNN-ის ცნობით, ცენტრალური სარდლობის Twitter-ის ანგარიშის ფუნქციონირება დაჰაკვიდან დაახლოებით 40 წუთში შეაჩერეს.

 

Reuters-ის ცნობით, პენტაგონის სპიკერმა, არმიის პოლკოვნიკმა სტივ უორენმა განაცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი ამ ფაქტს აფასებს, როგორც უფრო მეტს, ვიდრე ოინი ან ვანდალიზმია.

 

“ეს არის შემაწუხებელი და გამაღიზიანებელი, მაგრამ საფრთხე არავითარ შემთხვევაში არ ემუქრება საიდუმლო ინფორმაციას,”- განაცხადა მან.

 

 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ზედამხედველობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციებს უწევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი