ახალი ამბები

თბილისის მერიამ 13 კუბური მეტრი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინა

3 დეკემბერი, 2014 • • 1049
თბილისის მერიამ 13 კუბური მეტრი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გეგი ნიჟარაძის ინფორმაციით, მორიგი ინსპექტირების დროს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ლილოს დასახლებაში დააკავეს ორი მიკროავტობუსი, რომელსაც უკანონოდ მოჭრილი 5 კუბური მეტრის ოდენობის წიფლის დაჭრილი მორები გადაჰქონდა.

 

ასევე, მიკროავტობუსები დააკავეს ლისის ტბის დასახლებასა და გლდანში. მერიის ცნობით, 3 დეკემბრის ღამეს ინსპექტირებისას ზედამხედველობის სამსახურმა 13 კუბური მეტრის ოდენობის უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო.

ავტომანქანის მძღოლები ადმინისტრაციული წესით – 500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაჯარიმდნენ, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ჩამოერთვათ და ის თბილისის მუნიციპალიტეტებს გადაეცემა.

თბილისის მერიამ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინა
თბილისის მერიამ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინა

მასალების გადაბეჭდვის წესი