ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დაკითხეს და გააფრთხილეს

28 ნოემბერი, 2014 • • 968
აზერბაიჯანში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დაკითხეს და გააფრთხილეს

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ის მალევე გაათავისუფლეს და გააფრთხილეს, “ხელისუფლება არ აკრიტიკოს.” 

 

“კარიმოვის თქმით, დღეს, 28 ნოემბერს საკუთარ სახლთან დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელმა ის ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილში და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა. კარიმოვი მისი სამსახურის, ხელფასისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმალოვას შესახებ დაკითხეს. მას ურჩიეს “იფიქროს იმაზე, თუ რას აკეთებს” და უთხრეს, რომ “ქვეყნის ყველა მოქალაქე მხარს ხელისუფლებას უნდა უჭერდეს”, – წერს გამოცემა.

 

უკანასკნელი თვეების განმავლობაში აზერბაიჯანში გაიზარდა უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სამართალდამცავები სხვადასხვა მოტივით აკავებენ. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი