ახალი ამბები

რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ

28 ნოემბერი, 2014 • • 1114
რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ

გარდა ამისა, საგარეო უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს,  რათა უახლოეს მომავალში შედგეს შესაბამისი ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში –  გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა და ნატო-საქართველოს საბჭოს (NGC) სხდომა დაიგეგმოს. 


ასევე, წინასწარი ინფორმაციით, 9-10 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია აღნიშნული ხელშეკრულების თემას დააყენებს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 30-ე რაუნდის დღის წესრიგში.


 

“მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულების ტექსტის გამოქვეყნებისთანავე (2014 წლის 13 ოქტომბერი) საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქტიური მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სათანადო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით. დაგეგმილი ღონისძიებების  განსახორციელებლად საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობები რეგულარულად იღებდნენ შესაბამის ინსტრუქციებს. საზღვარგარეთ ქართველი დიპლომატები მუდმივ კონტაქტზე არიან ადგილსამყოფელი ქვეყნების კოლეგებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მასმედიის საშუალებებთან,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 

რაც შეეხება საგარეო უწყების მიერ აქამდე გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ხელშეკრულებას შეეხება, სამინისტრო ვრცელ დოკუმენტს ავრცელებს. 

 

ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა, სოჭი, 24.11.2014; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა, სოჭი, 24.11.2014; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 


მასალების გადაბეჭდვის წესი