ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებას ხელს 24 ნოემბერს მოაწერენ

23 ნოემბერი, 2014 • • 1140
აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებას ხელს 24 ნოემბერს მოაწერენ

“როგორც პრეზიდენტი, წარმოვადგენ ჩვენი კონსტიტუციის გარანტს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება, ისეთი სახით, როგორც დღესაა, სრულიად შეესაბამება ჩვენს ძირითად კანონს. ჩვენ სწორად ვიქცევით ისტორიული პრესპექტივის გადმოსახედიდანაც. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში ჩვენი მოქალაქეები ამაში დარწმუნდებიან. ამიტომაც მივდივარ ხელმოსაწერად ოპტიმიზმით,”– განაცხადა ხაჯიმბამ. 


აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების დოკუმენტი თითქმის ყველა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. შეთანხმების პროექტი ოფიციალური თბილისის გარდა უარყოფითად შეაფასა აფხაზეთის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტია “ამცახარა” ხვალ, 24 ნოემბერს სოხუმში აქციის გამართვას გეგმავს.


საქართველოს ხელისუფლებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ახდენს.


ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა
ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი