ახალი ამბები

მოგერინი: აფხაზეთთან შეთანხმების პროექტის საკითხს ევროკავშირი რუსეთის წინაშე დასვამს

18 ნოემბერი, 2014 • • 897
მოგერინი: აფხაზეთთან შეთანხმების პროექტის საკითხს ევროკავშირი რუსეთის წინაშე დასვამს

“განვიხილეთ დე ფაქტო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დაწესებული შეზღუდვები. ორმხრივი შეშფოთების საგანია ის შეთანხმება, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის განიხილება. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს არ შეუწყობს რეგიონში ვითარების დეესკალაციას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავაც პროაქტიულად დასვამს ამ საკითხს რუსეთის წინაშე”, – აღნიშნა მოგერინიმ.


თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების პროექტს, რომელსაც ოფიციალური თბილისი ანექსიის მცდელობად აფასებს, რუსეთი სამხრეთ ოსეთთანაც აფორმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი