ახალი ამბები

პრეზიდენტი განმარტავს, რა იგულისხმა “ორი ბატონის მსახურებაში”

14 ნოემბერი, 2014 • • 978
პრეზიდენტი განმარტავს, რა იგულისხმა “ორი ბატონის მსახურებაში”

“ორ პრინციპზე მქონდა საუბარი, ეს არის ციტატა “ბიბლიიდან”, ქვეტექსტები არ ყოფილა”,–განაცხადა მარგველაშვილმა. დამატებით შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა იგი ბიძინა ივანიშვილს, მარგველაშვილმა უპასუხა:

 

“ბიბლია” როცა იწერებოდა, მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო. ეს არის ციტატა, რაც გულისხმობს, რომ არ შეიძლება შენ ერთდროულად მიდიოდე რაღაცა გზაზე და სხვანაირად  ახორციელებდე. აქ მე მოვიტანე მიხეილ სააკაშვილის მაგალითიც, რომელიც ძალიან ხმამაღლა აცხადებეა, რომ ის მიდის ევროპულ გზაზე, მაგრამ ქვეყანას აშენებდა არაევროპული სტანდარტებით”,–განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

დღეს, 14 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა:

 

“ერთი რამ ნათელია – ვერ მოახერხებ ორი ბატონის მსახურებას – ვერ მოახერხებ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარირებას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის – გავიხსენოთ: სააკაშვილი ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა “დასავლურობაზე”, მაგრამ მოინდომა რა დასავლურისგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი