ახალი ამბები

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთ გამოძიებას თანხის გაფლანგვაზე აწარმოებს

4 ნოემბერი, 2014 • 1261
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთ გამოძიებას თანხის გაფლანგვაზე აწარმოებს

“ვადასტურებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას შპს “არქიტექტურულ ბიუროსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე.

 

შპს “არქიტექტურულ ბიურისთან” გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს გრიფი საიდუმლო მინიჭებული აქვს თავად თავდაცვის  სამინისტროს მიერ. გამოძიება სწავლობს ხსენებულ საწარმოსთან თავდაცვის სამინისტროს მიერ გამხორციელებული შესყიდვების კანონიერების საკითხს. ასევე იკვეთება თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებსა და არქიტექტურული ბიუროს დამფუძნებლებს შორის ახლო კავშირები და პირადი კონტაქტები,”– განუცხადეს “ნეტგაზეთს” პროკურატურაში.

 

თუ როდის დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. ასევე, პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ კონკრეტდება, თუ რა რაოდენობით თანხის გაფლანგვაზე არის საუბარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი