ახალი ამბები

შსს-მ თბილისის ტრანსპორტში რასიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 ოქტომბერი, 2014 • • 1414
შსს-მ თბილისის ტრანსპორტში რასიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აღნიშნული მუხლი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული კი ჯარიმას ან ვადით ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოს, ანდა ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


შსს-ში ნეტგაზეთს ასევე განუცხადეს, რომ 22 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე მოქალაქე ლელა კოდალაშვილი დაიკითხება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა. 

 

ლიტერატორმა ლელა კოდალაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის ქუჩაზე მომსწრე გახდა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტის. კერძოდ, მისი თქმით, ავტობუსიდან ხალხმა ფერადკანიანი მამაკაცი რასობრივი ნიშნის გამო ჩამოაგდო.  

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შსს-ს და სახალხო დამცველს გუშინ დაუკავშირდა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ფაქტს გაარკვევენ. ომბუდსმენის აპარატში კი განაცხადეს, რომ სახალხო დამცველი და მსგავს საკითხებზე მომუშავე პირი ამჟამად მივლინებაში არიან და დღეს კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასისა და იდენტობის შემადგენელი სხვა ნიშნების საფუძველზე. კონსტიტუციით დაცულია ადამიანის ღირსებაც. დისკრიმინაციისა და ადამიანის ღირსების შემლახავი ფაქტების სიხშირის მიუხედავად, ამ მუხლების დარღვევის საფუძველზე საქართველოში ჯერ არც ერთი ადამიანი არ გასამართლებულა.

აქცია რასიზმის წინააღმდეგ, ჟენევა, 18 აპრილი 2009. © EPA/SALVATORE DI NOLFI
აქცია რასიზმის წინააღმდეგ, ჟენევა, 18 აპრილი 2009. © EPA/SALVATORE DI NOLFI

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი