კომენტარი

კორძაია: სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანოთ მუხლი ფემიციდის შესახებ

22 ოქტომბერი, 2014 • 1476
კორძაია: სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანოთ მუხლი ფემიციდის შესახებ

“ამ შემთხვევაში შემოგთავაზებდით არა 126–ე მუხლის გამკაცრებას, არამედ სწორედ იმ მიზეზებიდან გამომდინარე, როდესაც ვიცით, რომ ქალთა მკვლელობას სხვა მიზეზი აქვს, სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანოთ სხვა მუხლი – ფემიციდი გავხადოთ დასჯადი იმიტომ, რომ მას აქვს სხვა მიზეზი”– განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

1261 მუხლის გამკაცრების შესახებ კომიტეტის სხდომაზე განცხადება შსს–ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ოქროპირიძემ გააკეთა. მისი თქმით, შსს–მ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის დანაშაულისთვის საპატიმრო სანქციის შემოღებას ითვალისწინებს

 

კორძაია ამბობს, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი შემადგენლობის შემოღება დანაშაულის კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრას შეუწყობს ხელს:

 

“კვალიფიკაცია რომ სწორი იყოს და სამინისტრომ ეს კვალიფკაცია საზოგადოებას სწორად დაანახოს, სხვა შემადგენლობა შემოვიღოთ სისხლის სამართლის კოდექსში,”– განაცხადა მან კომიტეტის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი