ახალი ამბები

პრემიერი: მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში

16 ოქტომბერი, 2014 • • 1110
პრემიერი: მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა 18 ოქტომბერს აპირებს გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისი საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები და დეპუტატები.


“ჩვენ კიდევ ერთხელ საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. მე მინდა ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია წინასწარ გაგაცნოთ, მე ვაპირებ, მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში. ძალიან ბევრს ვფიქრობ მათ ბედზე და ზოგადად მათ მომავალზე როგორც ჩვენს მოძმე ერზე. თუმცა მე მანამდე თავს შევიკავებდი ამ იდეის საჯაროდ გაჯღერებისგან, ვინაიდან ჯერ მსურს უსაფრთხოების კაბინეტის ფორმატში და გუნდში მოხდეს ამ თემის, ამ იდეის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება თუ საჭიროდ ჩავთვლით საჯარო ეს ინფორმაცია,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი