ახალი ამბები

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არ შედგება, ბარსელონაში ალტერნატივაზე ფიქრობენ

14 ოქტომბერი, 2014 • • 1048
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არ შედგება, ბარსელონაში ალტერნატივაზე ფიქრობენ

გარდიანის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საქმე დასაშვებად სცნო. პროცესი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმი ვერ ჩატარდება.

 

გარდიანის ცნობით, კატალონიის რეგიონული ხელისუფლება მოსახლეობას ალტერნატიულ ხედვას დღეს წარუდგენს, თუმცა ჯერ უცნობია, რა გზით წავა კატალონია დამოუკიდებლობისკენ. რეგიონული ხელისუფლება სექტემბერში აცხადებდა, რომ თუ მადრიდი რეფერენდუმს დაბლოკავდა, შესაძლოა, კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დანიშულიყო, რომელსაც პლებისციტის ძალაც ექნებოდა.


გარდიანის ცნობით, ესპანეთის მთავრობა შიშობს, რომ დათმობა კატალონიისთვის გადამდები იქნება ესპანეთის სამეფოს სხვა ავტონომიური რეგიონებისთვის, მათ შორის ბასკებისთვისაც. გამოცემის ინფორმაციით, კატალონიაში ცხოვრობს ესპანეთის მოსახლეობის 16%, ხოლო კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს ერთი მეხუთედი მოდის. 

 

დამოუკიდებლობის მომხრე კატალონიელების მასობრივი აქცია ბარსელონაში. © EPA, 11.09.2014
დამოუკიდებლობის მომხრე კატალონიელების მასობრივი აქცია ბარსელონაში. © EPA, 11.09.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი