ახალი ამბები

მოშიმშილე პატიმრის შვილებმა ციხესთან ხელი ლურსმნებით მიიჭედეს ხეზე

12 ოქტომბერი, 2014 • • 1439
მოშიმშილე პატიმრის შვილებმა ციხესთან ხელი ლურსმნებით მიიჭედეს ხეზე

დღეს, 12 ოქტომბერს, რუსლან პერტაიას ოჯახის წევრებმა ქუთაისის ციხესთან პროტესტი ასეთი ფორმით გამოხატეს: მათ ხეზე ლურსმნით მიიჭედეს ხელი. ისინი მოითხოვენ, ციხეში შევიდეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მოინახულოს მოშიმშილე პატიმარი რუსლან პერტაია.

 

პერტაიას ოჯახის წევრები ითხოვენ შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსის, ლევან ქარდავას დასჯას: “დააკავონ ლევან ქარდავა, რომელმაც პატიმარს ტვინის შერყევა მიაღებინა”, – აცხადებს დაკავებულის შვილი.

 

რუსლან პერტაია მიმდინარე წლის აგვისტოში დააკავეს ქურდობის ბრალდებით. ოჯახის წევრების თქმით, პერტაიას ლევან ქარდავა ურჩევდა დაეტოვებინა ზუგდიდი, რასაც იგი არ დათანხმდა და ამის შემდეგ დაკავებული იქნა. ოჯახის წევრების თქმით, პერტაია დაკავების დღიდანვე შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი