ახალი ამბები

ანონსი – 23 სექტემბერი

22 სექტემბერი, 2014 • • 1230
ანონსი – 23 სექტემბერი

11:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსკოვის გამზირზე, საფუძველს ჩაუყრის ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობას. მისამართი: მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი. (მოსკოვის გამზირის 45-ს  და 47-ს შორის)

 

11:00 საათზე ვაკის გამგეობის მიმდებარე სკვერში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის – ვაცლავ ჰაველის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნება. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდონარე გიორგი ალიბეგაშვილი და ჩეხეთიდან ჩამოსული დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: თამარაშვილის #10.

 

11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიტვის სეიმის (პარლამენტის) ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა.

 

11:00 საათზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პარლამეტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.

 

12:00 საათზე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში  ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ციხეებში არსებული ვითარება და დასაჭერთა „შავი სია“. 

 

12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

13:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი ნათია იმნაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ციხეებში არსებული ვითარება, გარდაცვლილი პატიმრები.

 

13:00 სათზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, თბილისში გამხმარი ხეების ჭრასთან დაკავშირებით, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე განცხადებას გააკეთებს მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, აგრარული უნივერსიტეტის გვერდით, ეკლესიასთან.

 

15:00 საათიდან ,,სტუდენტური სოლიდარობა” გამართავს აქციას სახელწოდებით ,,დაიცავი თსუ”. აქცია ჩატარდება თბილისის მერიასთან (შარტავას ქ. #7)

 

15:00 საათზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიბიუროს სხდომა გაიმართება.

 

17:00 საათზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსსხდომა გაიმართება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი