ახალი ამბები

მაშველებმა დაშავებული ტურისტი მწვერვალ უშბიდან ჩამოიყვანეს

20 აგვისტო, 2014 • • 1022
მაშველებმა დაშავებული ტურისტი მწვერვალ უშბიდან ჩამოიყვანეს

სამაშველო ღონისძიება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს.  

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ უშბაზე, 4000 მ სიმაღლეზე დაშავდა პოლონელი ტურისტი და ითხოვს დახმარებას.

 

პოლონელ მთამსვლელთა 5-კაციანი ჯგუფი უშბაზე ერთ-ერთი მარშრუტის გავლის დროს ქვათაცვენაში მოყვა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფეხის ტრავმა მიიღო და მარშრუტის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შსს-ს სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდა და ხუთივე პოლონელი მთამსვლელი მესტიაში ჩაიყვანა.

 

მაშველებმა პავახ პიენკოხსკი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის დაშავებული მთამსვლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უშბა
უშბა

მასალების გადაბეჭდვის წესი